ძლიერი წვიმა თბილისში
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხელ სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ, ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თბილისის რამდენიმე უბანში. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ზარალი მიადგა ამ სივრცეში განთავსებულ კომერციულ ფართებს.
