დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ლონდონს პეკინთან პრაგმატული ურთიერთობა სურს, თუმცა ინარჩუნებს სიფხიზლეს იმ საკითხებში, სადაც ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მინისტრი, ჩინეთის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა. დღეს ის მოლაპარაკებებს გამართავს ჩინელ კოლეგასთანაც. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩინეთში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
