ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე ინტენსიური სარაკეტო იერიში მიიტანეს
შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, ღამის განმავლობაში 28 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რუსეთმა დრონების საშუალებით მასირებული თავდასხმა განახორციელა კიევზე. კიევის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბომბდამშენებითაც შეუტიეს. დრონების ნამსხვრევების ჩავარდნის გამო, კივში ათზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ორი, დაშავდა სამი ადამიანი.
