კახა კალაძე ყალბი ინფორმაციების გავრცელებას გამოეხმაურა
თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძე ყალბი ინფორმაციების გავრცელებას გამოეხმაურა. მერის განცხადებით, რამდენიმე ტელევიზიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ერთ-ერთ უბანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა. კახა კალაძემ სხდომაზე ვიდეო წარადგინა და თქვა, რომ ე.წ ფეიკნიუსების მიზანი, თბილისის მერიის დისკრედიტაციაა.
