რუსეთი დრონებით იერიშზე
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. თავდასხმის საფრთხის გამო დროებით ჩაკეტილი იყო ტულისა და მოსკოვის საჰაერო სივრცე.
