ევროკომისია შარლ მიშელის იდეას არ ეთანხმება
შარლ მიშელს ევროკომისია არ ეთანხმება. საუბარია 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოებაზე. ევროკომისიის პრეს-სპიკერის მოადგილის თქმით, ევროკომისია არა თარიღზე, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან მუშაობაზეა ორიენტირებული, რათა ისინი ევროკავშირში შესასვლელად მზად იყვნენ. სპინატის განცხადებით, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
