უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კონტრშეტევის სამხედრო სტრატეგიაზე, კიევს დასავლელ პარტნიორებთან კონფლიქტი არ ჰქონია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კონტრშეტევის სამხედრო სტრატეგიაზე, კიევს დასავლელ პარტნიორებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ოლექსი რეზნიკოვი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლელ კოლეგებთან, კონტაქტი აქვს და ყველაფერი ერთობლივად დასახული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
