ჯაშუშობის ბრალდება
რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს ჯაშუშობაში ადანაშაულებს. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვი დააკავა, მას ბრალად ედება ამერიკელი დიპლომატებისთვის უკრაინაში ომის შესახებ რუსეთში მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა.
