ტრამპის ფოტო ციხეში და მიღებული 7 მლნ დოლარი
ჯორჯიის შტატის, ფულტონის ოლქის ციხეში გადაღებული ფოტოს გასაჯაროების შემდეგ, დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიაში შემოწირულობების სახით 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა შეუვიდა. აქედან 4 მილიონი დოლარი ტრამპმა 24 საათში შეაგროვა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში გადაღებული ფოტო მაისურებზე, პოსტერებსა და სხვა აქსესუარებზე დაიბეჭდა და გაყიდვაში ჩაეშვა.
