მოლდოვის პრეზიდენტის ინტერვიუ
უკრაინას დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა სიენენისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მაია სანდუ იმედოვნებს, რომ კიევი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად და ომის დასასრულებლად უახლოეს მომავალში დამატებით დახმარებას მიიღებს.
