საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს
დღეს, საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე, ევროპის 2017 წლის ჩემპიონი სლოვენიის ნაკრები იქნება. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდეს გუნდი 25-ქულიანი სხვაობით, 85-60 დაამარცხა. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 წუთზე დაიწყება.
