დრონები მოსკოვში
მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
