სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია
კახეთში, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში შეხვდებიან სოფელ ვარდისუბანშიც. ცნობილია, რომ რეგიონს მალე დამატებით 28 ახალი ბაღი შეემატება. რეაბილუტაცია კი 40-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდება
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
