ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სკანდალში ეხვევა. მას ყოფილი რძალი ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს. გვანცა ამურველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანა წითლის ძმა, მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა, ამის შესახებ დეპუტატმა ყველაფერი იცოდა და დუმდა. „ქრონიკა“ გვანცა ამურველაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან მედიასთან საუბარი არ ისურვა, რაც შეეხება ანა წითლიძეს დეპუტატი აცხადებს, რომ განმარტებას, მოგვიანებით გააკეთებს
