შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, გეოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც ვითარება შეისწავლეს. გაკეთდა პირველადი შეფასებაც. კლდის ჩამოშლის განმეორების რისკი მინიმალურია. უსაფრთხოების მიზნით, მონასტერთან გადაადგილება შეზღუდულია. კლდის ნაწილი აქ დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შიომღვიმის მონასტერთან უკვე რამდენიმე საათია იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი