სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა დასრულდა სოფლებში ღრელსა და მინაძეში. განხორციელებული პროექტი, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს
