კურსკში დრონის შეჯახების შედეგად კორპუსი დაზიანდა
კურსკში დრონის შეჯახების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ჩამსხვრეულია ფანჯრები. აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობაც. არავინ დაშავებულა. ცნობისათვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს