ჯონსონის მოსაზრება პრიგოჟინის გარდაცვალებაზე
„ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“ - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პუბლიკაციას თავის ვიდეო მოსაზრებასაც ურთავს და განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში
