რუსეთმა პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავია კატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა გენეტიკური გამოკვლევა. ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, მგზავრებს შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო
