რთველი - მმართველი გუნდის პასუხი „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციაზე
„ნაციონალური მოძრაობა“ რთველით სპეკულაციებს აგრძელებს. გიორგი ბოტკოველი, „ქართულ ოცნებას“ მევენახეების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და აპირებს, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეპუტატო კითხვით მიმართოს. „ქართულ ოცნებაში“, კი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს პოპულისტურს უწოდებენ და პარტიას საპასუხოდ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომლის მიხედვითაც წელს, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება
