ვითარება უკრაინაში
კიევის ოლქში ჩამოგდებულმა ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტებმა 10-მდე კერძო სახლი დააზიანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნამსხვრევები დაეცა ავტომობილებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესანახ ანგარს. რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა გამთენიისას განახორციელეს. საჰაერო განგაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა. თავდაცვაა გაძლიერებული ზაპორჟიეს ოლქში. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით უკარინის თავდაცვითმა ძალებმა ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს და მნიშვნელოვნად გაიმაგრეს პოზიციები