რაჭაში გზის მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა
გვიან ღამით ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთგზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია სიმართლეს არ შეესაბამება. გზა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია და გადაადგილება, უსაფრთხოა
