შოვში მაშველების მიერ 31 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი
შოვში მაშველების მიერ 31 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. მათგან 29 ცხედარი იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ადამიანს. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიში მიმდინარეობს.
