ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართა. „ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეხვდება.
