შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთაგან დღეს კიდევ ოთხი ადამიანი დაკრძალეს
შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთაგან დღეს კიდევ ოთხი ადამიანი დაკრძალეს. ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები. იქამდე ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს მმართველი გუნდის ლიდერებმა.
