თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25-ი შეემატა. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო.
