უკრაინამ იძულებით დეპორტირებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა
უკრაინამ იძულებით დეპორტირებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ იტყობინება. ორგანიზაციის მონაცემებით, დღემდე უკრაინამ რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებული 161 ბავშვის დაბრუნება შეძლო.
