პრიგოჟინის საბედისწერო რეისის ვერსიები
ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა ბელარუსის ლიდერმაც ირიბად დაადასტურა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მან არაერთხელ გააფრთხილა პრიგოჟინი და უტკინი, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია. კრემლის პრესმდივანმა კი პუტინის შურისძიების შესახებ ვერსიებს აბსურდული უწოდა. ავიაკატასტროფის მიზეზებზე ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა, მოსკოვისგან განსხვავებით, მეტ ცნობას აქვეყნებს. მათი მტკიცებით, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. მომხდარიდან ორი დღის შემდეგაც შემთხვევის არაერთი ვერსია ვრცელდება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
