ზუგდიდის მერიის ახალი სოციალური პროგრამა
,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“-ეს არის ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ ქალაქს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა. ზუგდიდი პირველი ქალაქია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პროექტი ხორციელდება.