თხილის მოსავლის აღების პროცესი სამეგრელოში
"წლევანდელი თხილის მოსავალი გამოირჩევა როგორც ხარისხით, ასევე რაოდენობით" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მხრივ განხორციელებულმა მიზნობრივმა პროექტებმა ფერმერებს საშუალება მისცა თხილის უკეთესი მოსავალი მოეყვანათ.
