წყალმომარაგების სისტემის განახლება
“ჯივიპი”, თბილისის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით, სარეაბილიტაციო პროექტებს განაგრძობს. წერეთლის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩის, ბურჯანაძის ქუჩის და თბილისის ზედა ზონების დასახლებებში იცვლება 30 კმ-ზე მეტი სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე ევროპული სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
