„ჰეინეკენმა“ რუსული ბაზარი დატოვა
ლუდის მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია „ჰეინეკენმა“ რუსული ბაზარი დატოვა. კომპანიამ, ბიზნესი სიმბოლურ თანხად, ერთ ევროდ რუსულ კომპანია „ერნესტ გრუპს“ მიყიდა. მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ რუსეთიდან გასვლის პროცედურებს მალე დაასრულებს. ბაზრის დატოვების პროცესი, ჰეინეკენის განცხადებით, კომპანიამ 2022 წლის მარტში დაიწყო, რამაც კომპანიას, საერთო ჯამში, 300 მილიონი ევროს ოდენობის დანაკარგი მოუტანა.
