მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას განაგრძობს. რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში ტარდება. ამბროლაურში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რეფორმის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა. რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 450 ათასამდე მიწის ნაკვეთი. რეგისტრირებულია 370 ათასი.
