აშშ-ის სანქციები რუსეთს
ვაშინგტონმა, სანქციები კიდევ 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა. ე.წ. შავ სიაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა და მისი საზოგადოებრივი ფონდი, ასევე, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური და ყირიმის საბავშვო ცენტრ „არტეკის“ დირექტორი მოხვდნენ.
