აშშ-მა შავი სიიდან 27 ჩინური კომპანია ამოიღო
ამერიკული მედია წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის პეკინში ვიზიტის წინ, თეთრმა სახლმა შეზღუდვების სიიდან ათობით ჩინური კომპანია ამოიღო. გამოცემის ინფორმაციით, ვაჭრობის და კომერციის დეპარტამენტმა სიიდან 27 ჩინური კომპანიის ამოღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკელი მაღალჩინოსნის, ვაჭრობისა და კომერციის მდივნის, პეკინში ვიზიტი დაანონსდა. ჯინა რეინოდუ ჩინეთის ოფიციალურ პირებს და ამერიკული კერძო სექტორის წარმომაადგენლებს შეხვდება
