ესტონეთის პრემიერის განმარტება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქმრის, არვო ჰალიკის კომპანიის რუსეთში საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისვე თქმით, კომპანია „სტარკ ლოგინსტიკს“ არ დაურღვევია არც სანქციები და არც დაუწერელი კანონები
