უკრაინელი მედესანტეები ანექსირებულ ყირიმში
ანექსირებულ ყირიმში უკრაინელმა მედესანტეებმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. ანდრეი იუსოვის თქმით, ოპერაციას რეიდის სახე ჰქონდა, რომელიც მედესანტეებმა რუსეთის მნიშვნელოვანი სარადარო ობიექტების მახლობლად ჩაატარეს და რიგი დავალებები წარმატებით შეასრულეს. უკრაინის მხრიდან დანაკარგს ადგილი არ ჰქონია. ანდრეი იუსოვის განმარტებით, ოპერაცია უკრაინის სამხედრო საზღვაო ფლოტთან თანამშრომლობით წარიმართა. დაზვერვის დეპარტამენტის განმარტებით, უკრაინელმა მედესანტეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს
