უნებართვო გარე სივრცეების დემონტაჟი
აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების უნებართვოდ მოწყობილი გარე სივრცეების დემონტაჟი დაიწყო. რკინის კონსტრუქციებს მთელი დღის განმავლობაში კაფე-ბარების მფლობელები თავად შლიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წლების განმავლობაში გარე კონსტრუქციები ფეხით სავალ ნაწილზე იყო მოწყობილი, რის გამოც გადაადგილება უჭირდათ. თბილისის მერმა, ბიზნეს სექტორს ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისების ნებართვების თაობაზე ვადა, 24 აგვისტოს ჩათვლით მისცა
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
