უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს: გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას! - წერს ირაკლი ღარიბაშვილი
