ვითარება სტიქიის ზონაში
შოვში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნანახია ასევე ადამიანის სხეულის ფრაგმენტი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, ზრდასრული მამაკაცია. მას მაშველებმა სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მახლობლად მიაკვლიეს. რაც შეეხება მეორე მოქალაქეს და სხეულის ფრაგმენტს, ისინი სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს. გარდაცვლილთა ვინაობას ექსპერტიზა დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ძებნის არეალი მოიცავს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს, მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ