საბერძნეთში ხანძარს კვლავ ებრძვიან
საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის მორიგი ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლმა მენიდის დასახლებას მიაღწია, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დაიწვა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ებრძვიან, 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო რამდენიმე დღეში, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული 60-ზე მეტი მეხანძრე დაშავდა
