უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - „საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინელ ხალხს ულოცავს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინელ ხალხს უსურვებს მშვიდობას სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინას და უკრაინელ ხალხს ულოცავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. „ვულოცავ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, კეთილდღეობას და ქვეყნის გამთლიანებას ვუსურვებ!“ - წერს მამუკა მდინარაძე. უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე „ტვიტერში“ წერს - „ვუერთდებით დღესასწაულს, რათა აღვნიშნოთ უკრაინელი ხალხის ძალა, გამძლეობა და თვითმყოფადობა“. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტიც და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს
