კაფე-ბარების უნებართვო გარე სივრცეების დემონტაჟი
აღმაშენებლის გამზირზე კაფე-ბარების უნებართვოთ მიწყობილი გარე სივრცეების დემონტაჟი დაიწყო. რკინის კონსტრუქციებს მთელი დღის განმავლიბაში კაფე-ბარების მფლობელები შლიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წლების განმავლობაში გარე კონსტრუქციები ფეხით სავალ ნაწილზე იყო მოწყობილი, რის გამოც გადაადგილება უჭირდათ. დადგენილი ნორმების დარღვევის გამო, ახალ აღმაშენებელზე სასწრაფო და სახანძრო დახმარების ავტომობილები საჭიროების შემთხვევაში ვეღარ მოძრაობდნენ. თბილისის მერმა, ბიზნეს სექტორს ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისების ნებართვების თაობაზე ვადა, 24 აგვისტოს ჩათვლით მისცა
