ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია
მთავრობამ საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სტრატეგიაში წარმოდგენილია გრძელვადიანი ხედვა და ამოცანები საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიცტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს