წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა
წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ცვლილების შედეგად, პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40 პროცენტით შემცირდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ფასწარმოქმნის ეს მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში აქტიურად არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება
