უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
უკრაინა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვებს იღებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ 24 აგვისტო უკრაინელების გამძლეობის და სიძლიერის დღეა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, რუსეთს კი ჩადენილი დანაშაულისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც. განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარემო საქმეთა სამინისტრომ. გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. წერია განცხადებაში. თავად ვოლოდიმირ ზელენკიმ უკრაინელებს დღევანდელი დღე ვიდეო მიმართვით მიულოცა
