მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი რუსთავში
რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტულ კომპლექსში, სპორტის სხვადასხვა სახეობის - კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები ეწყობა. ასევე მოეწყობა 1500 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნა და საკონფერენციო დარბაზი. კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით