თორნიკე რიჟვაძემ ტურისტული სეზონი შეაჯამა
თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე ტურისტული სეზონი შეაჯამა. რიჟვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის გეგმები და კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის მეთაურმა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის ტურისტების რაოდენობა 56, ხოლო ბათუმში საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა
