ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით დასვა
ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით დასვა. ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აპარატი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვა და მეოთხე სახელმწიფო, რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, რომელსაც დედამიწის თანამგზავრზე საკუთარი აპარატი ეყოლება. რამდენიმე დღის წინ წარუმატებლად დასრულდა მთვარეზე რუსული მისია. კოსმოსური ხომალდი „ლუნა-25“ მთვარეს შეეჯახა და განადგურდა
