აშშ-ში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთა პირველი დებატები გაიმართა
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთა პირველი დებატები გაიმართა. ვივეკ რავასვამი ერთადერთი იყო დებატების მონაწილეებს შორის, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. „ამით ჩვენ რუსეთს ჩინეთს ჩავუგდებთ ხელში, რუსულ-ჩინური ალიანსი კი, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ჩვენთვის“ - აღნიშნა რამასვამიმ. უკრაინის მხარდამჭერებს შორის ყველაზე მეტად ყოფილი ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი გამოირჩეოდნენ. დებატებში არ მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც თანაპარტიელ კანდიდატებს რეიტინგში დიდი სხვაობით უსწრებს
